მოქალაქეებს 112-ზე დარეკვა აღარ მოუწევთ - ამოქმედდა პორტალი, რომელიც მათ პირდაპირ ექიმს დააკავშირებთ
16-11-2020, 15:46

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პირს, რომელსაც რესპირაციული ან სხვა სიმპტომები აქვს და არ იცის ოჯახის ექიმის, ან სამედიცინო დაწესებულების საკონტაქტო ინფორმაცია, შეუძლია დაუკავშირდეს ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზს (1505), ან საკუთარი პირადი ნომრის მითითებით ინფორმაცია მოიძიოს პორტალზე – ambulatoria.moh.gov.ge, – ნათქვამია „კოვიდ-19“-ის საეჭვო და დადასტურებულ შემთხვევათა ბინაზე მართვის ინსტრუქციის და მტკიცების შესახებ ჯანდაცვის მინისტრის 12 ნოემბრის ბრძანების შესაბამის დანართში.

 

 

დანართის მიხედვით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბენეფიციარი უნდა დაუკავშირდეს საკუთარ ოჯახის ექიმს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის ფარგლებში გეგმური ამბულატორიის მიმწოდებელ დაწესებულებას, სადაზღვევო სქემაში ჩართული პირი კი უნდა დაუკავშირდეს სადაზღვევო კომპანიას ან კომპანიის ოჯახის ექიმს.

 

 

ის პირი კი, რომელიც არის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბენეფიციარი, მაგრამ არ არის რეგისტრირებული არც ერთ პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებაში, უნდა დაუკავშირდეს ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზს (1505); ამასთან, აღნიშნულ ხაზზე მას გადაამისამართებენ 112-ში ზარის განხორციელების შემთხვევაში.

 

 

1505-ს უნდა დაუკავშირდნენ ის პირებიც, რომლებიც არ არიან არც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბენეფიციარები და არც კერძო სადაზღვევო სქემაში ჩართულები. აღნიშნულ ნომერზე მათ ასევე გადაამისამართებენ 112-ზე დარეკვის შემთხვევაში.

 

 

როგორც დანართშია აღნიშნული, კლინიკა უზრუნველყოფს სიმპტომიანი პაციენტების მართვას ყოველდღიურ რეჟიმში, 18 საათამდე; არასამუშაო საათებში პაციენტის მიერ განხორციელებულ ზარს უპასუხებს მორიგე ოპერატორი, ან ჩაიწერს ავტომოპასუხე, ხოლო ექიმის მიერ მეთვალყურეობა განხორციელდება მეორე დღეს.

 

 

თუ სატელეფონო კომუნიკაციის შეთხვევაში გამოიკვეთება სასწრაფო გადაუდებელი დახმარების ბრიგადის ჩართულობის საჭიროება, ექიმმა სატელეფონო ზარის საშუალებით უნდა შეატყობინოს 112-ის ოპერატორს პაციენტის სახელი, გვარი, მისამართი და ასევე, სასწრაფო გადაუდებელი დახმარების ბრიგადის საჭიროების მიზეზი, რომლის საფუძველზე 112 უზრუნველყოფს სასწრაფო გადაუდებელი დახმარების ბრიგადის ჩართულობას.

 

 

თუ ოჯახის ექიმის გადაწყვეტილებით, პაციენტს ესაჭიროება „კოვიდ-19“-ზე სპეციფიკური ტესტირება, ნაცხის ამღები ონლაინ კონსულტაციებში ჩართული დაწესებულება/ექიმი გეგმავს ტესტირების ჩატარებას, მართავს რიგს. სხვა პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებების (მათ შორის, სადაზღვევო კომპანიის სახელშეკრულებო ურთიერთობაში მყოფი სამედიცინო დაწესებულებები) და ცენტრალური ონლაინ კლინიკის ოჯახის ექიმები ტესტირებისთვის პაციენტებს აგზავნიან საკვლევი მასალის ამღებ სამედიცინო დაწესებულებებში.

 

 

ამავე დანართში ნათქვამია, რომ განსაკუთრებულ შემთხვევაში, შესაძლებელია მყისიერი კომუნიკაცია ნაცხის ამღებ სამედიცინო დაწესებულებასთან და პაციენტის ტესტირების ჩატარება.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი