ცესკო-ს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის განცხადებით, ბიულეტენებში დაფიქსირებლი იქნება ყველა ის კანდიდატი, ვინც მეორე ტურში გადავიდა
16-11-2020, 18:30

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოში 17 მაჟორიტარულ ოლქში 21 ნოემბერს გაიმართება საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური, ხოლო ქუთაისში მერის რიგგარეშე არჩევნების მეორე ტურიც, – განაცხადა ცესკო-ს იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა, გიორგი სანტურიანმა.

 

 

სანტურიანის თქმით, მეორე ტურში მონაწილეობას საუკეთესო შედეგის მქონე ორი კანდიდატი მიიღებს.

 

 

მისივე განცხადებით, კანონმდებლობა არ ითვალისწინებს მეორე ტურში გადასული კანდიდატების შემთხვევაში უარის თქმის პროცედურას, შესაბამისად, ბიულეტენებში დაფიქსირებლი იქნება ყველა ის კანდიდატი, ვინც მეორე ტურში გადავიდა.

 

 

„ასევე მნიშვნელოვანია ყველა იმ პროცედურის აღწერა, რომელიც წარიმართება შემდგომში. მეორე ტური გაიმართება 21 ნოემბერს, ხოლო მეორე ტურის გამართვიდან არაუგვიანეს მე-19 დღისა, რაც არის 10 დეკემბერი, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უნდა შეადგინოს საბოლოო, არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმი, რომლის გასაჩივრებაც შესაძლებელი იქნება ორი დღის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოში.

 

 

საკმაოდ მნიშვნელოვანია, რომ თვითიზოლაციაში მყოფმა ამომრჩეველმა, რომელიც თვითიზოლაციაში იმყოფება იმავე მაჟორიტარული ოლქის საზღვრებში, სადაც იმართება მეორე ტური და სადაც მას გააჩნია რეგისტრაცია, არაუგვიანეს 17 ნოემბრის 18:00 საათისა, მომართოს ცესკო-ს ცხელ ხაზს სატელეფონო ზარის მეშვეობით და დააფიქსიროს საკუთარი სურვილი, რომ მიიღოს მონაწილეობა არჩევნების მეორე ტურში. ასეთ შემთხვევაში, თუკი ისინი ფიქსირდებიან შესაბამისი უწყებების მონაცემებში, საბოლოო ჯამში ისინი აღირიცხებიან სპეცსიებში და გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით მიიღებენ მეორე ტურში მონაწილეობას“,- განაცხადა გიორგი სანტურიანმა, რომლის სიტყვების ციტირებას საქართველოს პირველი არხი ავრცელებს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი