ქვეყანაში გარკვეული შეზღუდვები დაწესებულია და ეს შეზღუდვები კიდევ უფრო გამკაცრდება, - განაცხადა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ.
მისი თქმით, ქვეყნის სრული ჩაკეტვა არ განიხილება.
„განიხილება სერიოზული შემზღუდველი ღონისძიებები, რომლის ნაწილი დაწესებულია, ნაწილი კი, კიდევ უფრო გამკაცრდება, მაგრამ მარტო შეზღუდვების დაწესება არ არის მნიშვნელოვანი, მნიშვნელოვანია ამ დაწესებული შეზღუდვების აღსრულება. ერთ-ერთი მთავარი შემზღუდველი ღონისძიებაა ყველგან პირბადის ტარება“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.