„მეგობრებთან ერთად უკომპრომისო ბრძოლას ვუცხადებ კანონიერ ქურდებს“- ნიკა მელია გაერთიანებული ოპოზიციის გლდანის შტაბის დაწვის ფაქტს ეხმაურება
16-11-2020, 19:29

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მეგობრებთან ერთად ვუცხადებ უკომპრომისო ბრძოლას კანონიერ ქურდებს, – „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია გაერთიანებული ოპოზიციის გლდანის შტაბის დაწვის ფაქტს ეხმაურება.

 

 

„მე ვიმყოფები გაერთიანებული ოპოზიციის გლდანის ერთ-ერთ შტაბთან. ეს შტაბი გახლავთ გლდანის მესამე მიკრო რაიონში, ეს არის ის მიკრორაიონი, რომელიც დამაჯერებლად მოვიგეთ ოპოზიციამ და დავამარცხეთ კობიაშვილ-კალაძე და შედეგად მოხდა ის რომ, რევანშისტულმა მოძალადე ხელისუფლებამ გადაწვა შტაბი, აქ მეტ შეფასებებში აღარ შევალ, უბრალოდ დავასახელებ კონკრეტულ პირებს, ვინც ამაში მიიღო მონაწილეობა. ჩემი ინფორმაცით, ეს გახლავთ, რა თქმა უნდა კობიაშვილ-კალაძესთან ძალინ მჭიდრო ურთიერთობაში მყოფი კანონიერი ქურდი ნოდარ შუკაკიძე, რომელიც იმყოფება საბერძნეთის საპატიმროში, მას სატელეფონო საშუალებით წვდომა აქვს გლდანის დანაშაულებრივ სამყაროსთან. მე, პირადად მეგობრებთან ერთად ვუცხადებ უკომპრომისო ბრძოლას კანონიერ ქურდებს. ფეხქვეშ უნდა ეწვოდეთ მიწა, როგორც ვინმე ნოდარ შუკაკიძეს, ბინძური სამყაროს წარმომადგენელს, ასევე მის ძმას ლევან შუკაკიძეს, კალაძეს და კობიაშვილს. ამ ადამიანების მეცადინეობით მოხდა იარაღის ძალადობით უბნების დარბევა 31 ოქტომბერს. მივმართავ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების ელჩებს, როგორც აშშ-ის ელჩს საქართველოში, ისე ევროკავშირის ელჩს, მემგონი, ცხადზე უცხადესია, რა უნდა მოხდეს ამაზე მეტი-ქვა გვესროლეს, აგვაცილეს და არ დავიღუპეთ, დაგვარბიეს იარაღით და არ დავიღუპეთ, გვწვავენ და არ ვიღუპებით, მაინდამაინც უნდა შევეწიროთ? მაინცდამაინც გვამები უნდა გავიტანოთ, მათ შორის გლდანის რაიონიდან? სადაც წავასწრებ ყველა კანონიერ ქურდს და მათ დამქაშს, რომელიც შეკრულია პოლიციასთან, შევავიწროებ, იმიტომ რომ არც პოლიცია აკეთებს რამეს, თუ რამეს აკთებს ხელს აფარებს“, – განაცხადა მელიამ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი