აშშ-ს სენატმა უკრაინას 300 მილიონი აშშ დოლარის სამხედრო დახმარება დაუმტკიცა. ამის შესახებ აშშ-ში უკრაინის ელჩი ვალერი ჩალი Facebook -ის საკუთარ გვერდზე წერს.
"აღნიშნული თანხიდან 50 მილიონი დოლარი ჩვენი ქვეყნისთვის თავდაცვითი შეიარაღების გადაცემისთვის შეიძლება იყოს გამოყენებული", - წერს დიპლომატი.
როგორც BBC აღნიშნავს, თანხის ნაწილი სავარაუდოდ, უკრაინელი სამხედროების მომზადებაზე დაიხარჯება.
"კანონპრექტი ძალაში მას შემდეგ შევა, რაც დოკუმენტს აშშ-ის პრეზიდენტი მოაწერს ხელს. იმედი გვაქვს, რომ გადაწყვეტილება დადებითი იქნება", - აღნიშნავს უკრაინის ელჩი.
აშშ-ის სენატის დამტკიცებული დოკუმენტის თანახმად, მომავალ წელს აშშ-ის სამხედრო ხარჯების მოცულობა 612 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. აქედან 600 მილიონი აშშ დოლარი სირიის ე.წ. ზომიერი ოპოზიციის მებრძოლთა დაფინანსებისთვის, 715 მილიონი აშშ დოლარი კი, ტერორისტული დაჯგუფება "ისლამურ სახელმწიფოსთან" ბრძოლაში არის გათვალისწინებული. ბრძოლა ერაყის არმიის დახმარებით უნდა განხორციელდეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.