პოლიტიკა დიალოგის გარეშე არ არსებობს, არც ერთი საკითხი არ წყდება დიალოგის გარეშე, – აცხადებს „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელი გიგი წერეთელი.
წერეთელი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც სააკაშვილი აცხადებს, რომ საქართველოს რუსეთთან დიალოგი ძალიან ბევრ საკითხზე უნდა ჰქონდეს, რადგან, მისივე თქმით, მეზობლებთან ურთიერთობა ქვეყნისთვის აუცილებელია.
გიგი წერეთლის თქმით, ყველა დაპირისპირებისა და ომის შემდეგ არსებობს დიალოგი.
„თუ გვინდა საკითხი გადაწყდეს, უნდა იყოს და რაღაც შეთანხმება. უბრალოდ, აქ არის ერთი მომენტი, ეს დიალოგი უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ მიზანს, არა დროის მოგებას, არამედ საკითხის გადაწყვეტას.
სამწუხაროდ, ჯერჯერობით რუსეთთან ასეთი დიალოგი არ არის. რა თქმა უნდა, იქნებოდა კარგი, რომ რუსეთი ისე ჯდებოდეს დიალოგის მაგიდასთან და მისი ლიდერები და წარმომადგენლები, რომ ესმოდეთ, არის მათი ვალდებულება, იგივე 12 აგვისტოს შეთანხმებით; იგივე იმისთვის, რომ მიეცეს საქართველოს საშუალება, განვითარდეს, როგორც დამოუკიდებელი, თავისუფალი, დემოკრატიული ქვეყანა. სამწუხაროდ, ასეთი ხედვა რუსეთში არ არის, რუსეთში არის ხედვა, შეინარჩუნონ ყველა გზებით თავისი გავლენის სფეროები და ზეპირად ეს არის თანამედროვე დასავლეთსა და რუსეთს შორის დაპირისპირების საგანი. ამიტომ, კარგი იქნება, თუ ასეთი სურვილი რუსეთს გაუჩნდება, მაშინ ექნება აზრი“, – განაცხადა გიგი წერეთელმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.