ადვოკატმა ბექა ბასილაიამ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ სასამართლოს სამოქალაქო სარჩელით 30-მდე დამკვირვებლის სახელით მიმართა.
როგორც ბასილაია აცხადებს, კობახიძემ ხელისუფლების დამხობის სავარაუდო ფაქტზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მცდარი ინფორმაცია მიაწოდა.
ორგანიზაციის წარმომადგენლები ბოდიშის მოხდასა და მორალური ზიანის ანაზღაურებას 41 ლარის ოდენობით ითხოვენ.
„პატიოსან ადამიანებს, ომის ვეტერანებს, ტაქსის მძღოლებს, ჯინსის შარვლით მოვაჭრე ხალხს დაატარებენ დაკითხვაზე ხან სუს-ში, ხან სასამართლოში და მათ მიმართ გაისმის ბრალდებები, თითქოსდა მათი მხრიდან ადგილი ჰქონდა არეულობისა და დესტაბილიზაციის მცდელობას. ირაკლი კობახიძემ მიმდინარე წლის ოქტომბერში სხვადასხვა მედიასაშუალებებით თუ პირადი ფეისბუქგვერდების გამოყენებით გაავრცელა არსებითად მცდარი, სხვადსხვა პირთა მადისკრედიტებელი ინფორმაცია. ამ ინფორმაციის გავრცელებასთან დაკავშირებით ვითხოვთ მისი პასუხისმგებლობის საკითხს და შეგვაქვს სამოქალაქო სარჩელი საქალაქო სასამართლოში“, – აცხადებს ბექა ბასილაია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.