აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ვიზიტი საქართველოსა და მთლიანად რეგიონისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა, - განუცხადა აშშ-ში საქართველოს ელჩმა დავით ბაქრაძემ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში შეკრებილ ჟურნალისტებს.
„რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების მხარდასაჭერად საქართველოს როლის ხაზგასმა იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი. ამერიკის შეერთებული შტატები არის ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდამჭერი. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა წლების განმავლობაში დაამტკიცა, რომ ის არაღირაების პოლიტიკა, რომელსაც საქართველო ახორციელებს, სწორედ აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერით ხორციელდება. ჩვენ ამის არაერთი მნიშვნელოვანი ფაქტი და დადასტურება გვაქვს, რომელიც გამოიხატება მათ შორის საქართველოს მხარდამჭერი აქტით, გამოიხატება აპროპროაციების აქტით. და რა საკვირველია ველოდებით, რომ ამ ვიზიტით კიდევ ერთხელ ხაზი გაესმევა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას“, - განაცხადა ბაქრაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.