ვინმე თუ ინდივიდუალურად გადაწყვეტს პარლამენტში შესვლას, ეს ნიშნავს, რომ ასეთი გადაწყვეტილების მიმღები ადამიანი უარს ამბობს პოლიტიკურ კარიერაზე და ზურგს აქცევს საკუთარ ამომრჩეველს, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა.
„ვინმე თუ ინდივიდუალურად გადაწყვეტს პარლამენტში შესვლას, ეს სურათს ვერ შეცვლის, რადგან პარლამენტში შესვლას არც ერთი პარტია არ გეგმავს. თუ ვინმე ასე წასვლას ინდივიდუალურად გადაწყვეტს, ეს იმას ნიშნავს, რომ ასეთი გადაწყვეტილების მიმღები ადამიანი უარს ამბობს პოლიტიკურ კარიერაზე და ზურგს აქცევს საკუთარ ამომრჩეველს. ამას რა შეფასებები მოჰყვება, წინასწარ არ გეტყვით“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.