ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ხვდება. შეხვედრა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მიმდინარეობს.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი დღეს ასევე შეხვდება საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას, საგარეო საქმეთა მინისტრს, დავით ზალკალიანს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს. შეხვედრა გაიმართება სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთანაც.
მაიკ პომპეო საქართველოს ვიზიტად 17 ნოემბერს ჩამოვიდა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი საქართველოში ვიზიტს დღეს დაასრულებს და თბილისიდან ისრაელში გაემგზავრება.
პომპეო აცხადებს, რომ აშშ მზად არის დაეხმაროს საქართველოს ევრო-ატლანტიკური კავშირებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების გაღრმავებაში.
„აღფრთოვანებული ვარ თბილისში ყოფნით. შეერთებულ შტატებს და საქართველოს მძლავრი ურთიერთობა აქვს, რომელიც თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისადმი ჩვენს საერთო ერთგულებაზე დგას. ჩვენ ერთგული ვართ დავეხმაროთ საქართველოს თავისი ევრო-ატლანტიკური კავშირებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების გაღრმავებაში“, დაწერა პომპეომ 17 ნოემბერს „თვითერზე“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.