ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო საპატრიარქოში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს ხვდება.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი უკვე შეხვდა საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, საქართველოს პრემიერ მინისტრს, გიორგი გახარიასა და საგარეო საქმეთა მინისტრს, დავით ზალკალიანს. შეხვედრა ასევე გაიმართება სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთანაც.
მაიკ პომპეო საქართველოში გუშინ ჩამოვიდა და ვიზიტს დღეს დაასრულებს, რის შემდეგაც ისრაელში გაემგზავრება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.