გიორგი ვაშაძე: ეუთო-ს მანდატში სწორედ ასეთი ტიპის განცხადებებია, ასე აკეთებს ყველა ქვეყანაში
18-11-2020, 13:23

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

განცხადება ბევრნაირი გვინახავს, ეუთო-ს მანდატში სწორედ ასეთი ტიპის განცხადებებია, ასე აკეთებს ყველა ქვეყანაში. მესმის ეს განცხადება, ჩვენგან გაყალბების კიდევ მეტ მტკიცებულებებს მიიღებს, – განაცხადა  „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო დელეგაციის ხელმძღვანელის, ფინელი პარლამენტარის, პია კაუმას განხადებასთან დაკავშირებით, სადაც ის საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს აფასებს.

 

 

„ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის განვითარება და რა თქმა უნდა გამოსავალი არის „ქართული ოცნების ხელში“. ჩვენი მოთხოვნები დავაყენეთ და მესამე რაუნდზე მათგან ველოდებით ადეკვატურ პასუხს ამ მოთხოვნებთან მიმართებაში, რომ ეს უმძიმესი პოლიტიკური კოლაფსი განიმუხტოს და ჩიხიდან გამოვიდეს ქვეყანა. რაც შეეხება ეუთო-ს განცხადებას. განცხადება ბევრნაირი გვინახავს, ეუთო-ს მანდატში სწორედ ასეთი ტიპის განცხადებებია, ასე აკეთებს ყველა ქვეყანაში. მესმის ეს განცხადება, ჩვენგან კიდევ მეტ მტკიცებულებებს მიიღებს გაყალბების. რაც მთავარია, მთავარი განცხადება არის ხალხის განწყობა, რაც არის ახლა აქ“, – განაცხადა ვაშაძემ.

 

 

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო დელეგაციის ხელმძღვანელმა, ფინელმა პარლამენტარმა, პია კაუმამ განაცხადა, რომ საქართველოში, 31 ოქტომბერს ჩატარებულ არჩევნებში ზოგადი ფუნდამენტური თავისუფლებები იყო დაცული.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი