ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე მადლობას უცხადებს ყველას, ვინც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გულთან ახლოს მიიტანა.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე მკურნალობას სახლში განაგრძობს.
„მადლობა ყველას!…მინდა, მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც მირეკავს და შეტყობინებას მიგზავნის- აინტერესებთ და გულთან მიიტანეს ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა. აქვე მინდა, ბოდიში მოვუხადო, მათ ვისაც ფიზიკურად ვერ ვპასუხობ- ეს შეუძლებელიცაა დროისა და ჯანმრთელობის ფაქტორის გათვალისწინებით. რაც შეეხება ჩემს მდგომარეობას- მკურნალობას ვაგრძელებ სახლში. ამ დროისთვის ტემპერატურა 37.5 გრადუსი მაქვს. მაწუხებს ხველა, ყელისა და თავის ტკივილი, სისუსტე. მიუხედავად ასეთი დისკომფორტისა და ჩემს თავს არსებული რეალობისა, ვცდილობ, ვიყო მხნედ, მაქსიმალურად ვცდილობ, სახლის პირობებში ვიმკურნალო და ასე ვადევნო თვალი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებსა თუ ეპიდვითარებას.
რაც შეეხება ჩემს მეუღლეს-ანა თოფურიაც სახლშია და ჩემ გვერდითაა. როგორც ცნობილია, ისიც კოვიდინფიცირებულია, თუმცა ნაკლები სიმპტომებით- 37.1 გრადუსი ტემპერატურითა და ყელის ტკივილით. ვინაიდან ინტერესი დიდია ჩემი ჯანმრთელობის მიმართ, პერიოდულად, აქ დავწერ ჩემი ჯანმრთელობის შესახებ. იმედია, მალე ყველაფერი გაივლის და ჩვეულ რეჟიმს დავუბრუნდები“, – აღნიშნულია თენგიზ ცერცვაძის ინფორმაციაში, რომელიც ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გვერდზე გავრცელდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.