ოპოზიციას ორი მთავარი გზავნილი აქვს, მადლობა ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომელიც არის ფაქტობრივად, ბურჯი საქართველოს სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბების პროცესში, მეორე გზავნილია, რომ ქვეყანაში დემოკრატია არის საფრთხეში და ამ საფრთხეს უქმნის დღევანდელი ხელისუფლება, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ.
„ამ აქციის ორი მთავარი გზავნილი არის. ერთი ის რომ მადლობა ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომელიც არის ფაქტობრივად, ბურჯი საქართველოს სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბების პროცესში. სამ მილიარდ-ნახევარი დახარჯა ამერიკამ ჩვენს გასაძლიერებლად მხოლოდ საკუთარი ბიუჯეტიდან, რომ არაფერი ვთქვათ იმ საერთაშორისო ორგანიზაიებიდან 30 წლის განმავლობაში მიღებულ დახმარებაზე, რაშიც ამერიკას წამყვანი როლი უჭირავს. მეორე გზავნილია, რომ ქვეყანაში დემოკრატია არის საფრთხეში და ამ საფრთხეს უქმნის დღევანდელი ხელისუფლება და ბოლო ამის მაგალითი იყო მიტაცებული არჩევნები და ამ დემოკრატიას იცავს ხალხი, პარტიები, არასამთაბროვო სექტორი. დღეს ყველა არის ერთის წინააღმდეგ და გვინდა, იმ ერთს გასაგებად ვუხთრათ, რომ არავინ არ მისცემს საქართველოში ამ უმნიშველოვანეს რეგიონში, ძალაუფლების მიტაცების საშუალებას“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.