ნიკა მელია: ადამიანი, რომელიც დაწერს, რომ არჩევნები ჩატარდა კონკურენტულ გარემოში, არის უნამუსო
18-11-2020, 15:50

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ადამიანი, რომელიც დაწერს, რომ არჩევნები ჩატარდა კონკურენტულ გარემოში, არის უნამუსო, – ასე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის განცხადებას.

 

 

„კონკრეტულად არ გავცნობივარ ამ განცხადებას. გავეცნობი, მაგრამ მაინტერესებს, რომელი პირი საუბრობს, რამდენიმე მათგანი შემჩნეული იყო და ეს ყველამ იცის, „ქართული ოცნების“ პოლიტიკური თანამდებობის პირებთან არჩევნების წინა დღით დაბადების დღეზე ყოფნაში და შემდეგ საკუთარ ფეისუბუქგვერდზე ეს ფოტოები ატვირთეს. საერთაშორისო საზოგადოებაც არის ამ ყველაფრის საქმის კურსშიც. არ ვიცი, ვინ აწერს ამ განცხადებას ხელს. ჩემთვის და ყველასთვის რეალობა არის ცხადზე უცხადესი. ამ განცხადებაში არის მიკერძოება. თუ უბრალოდ საუბრობს, რომ არჩევნები ჩატარდა კონკურენტულ გარემოში, ეს არის მარტივი ტყუილი. მიკერძოებული ადამიანი, ალბათ ის ადამიანია, ვინც დადიოდა რესტორან-რესტორან „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებთან ერთად. ქვეყნის მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ არჩევნები გაყალბდა. მთელი ოპოზიციური სპექტრი, არც ერთი პარტია არ არის განსხვავებულ აზრზე, არც ერთი საზოგადოებრივი ჯგუფი და არც ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია. სულ უფრო და უფრო მეტი მხარდაჭერა არის საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან. ადამიანი, ვინც დაწერს, რომ არჩევნები ჩატარდა კონკურენტულ გარემოში, პირველ რიგში, არის უნამუსო, პირდაპირ გეტყვით. ძალიან კარგი სიტყვა გვაქვს ქართულ ლექსიკონში – უნამუსო, იმიტომ, რომ ეს არ არის რეალობა. არ ვიცი, ვინ რა დაწერა, მაგრამ თუ კი დაწერა ეს, ეს მარტივად არის უნამუსობა“, – განაცხადა მელიამ.

 

 

შეგახსენებთ, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო დელეგაციის ხელმძღვანელმა, ფინელმა პარლამენტარმა, პია კაუმამ განაცხადა, რომ საქართველოში 31 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნები იყო კონკურენტული და ზოგადი ფუნდამენტური თავისუფლებები იყო დაცული.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი