ის ფაქტი, რომ სახელმწიფო მდივანი არ შეხვდა იმ ოპოზიციას, რომელიც რუსული საქმით არის დაკავებული, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, - განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივნმა ირაკლი კობახიძემ.
მისი თქმით, მმართველი გუნდი ამ ფაქტზე სპეკულაციას არ აპირებს, თუმცა ის საკმაოდ ნიშანდობლივია.
„საქართველოში არ არის იმ პოლიტიკური პარტიების ადგილი, რომლებიც რუსულ საქმეს აკეთებენ და ასეთი პარტიების ადგილი არ არის ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანთან. რა თქმა უნდა, ყველას ერთ ქვაბში არ ვხარშავ, მაგრამ როდესაც საუბარია მთავარ ოპოზიციურ პარტიებზე, ისინი რუსულ საქმეს აკეთებდნენ დიდი ხნის განმავლობაში, ჯერ როცა იყვნენ ხელისუფლებაში და ახლა, როცა არიან უკვე ოპოზიციაში. აქედან გამომდინარე, ის, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს ეს პარტიები ხვდებიან პროტესტით, ეს არის ძალიან ნიშანდობლივი, მნიშვნელოვანი და საინტერესო მოვლენა. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ეს პარტიები არიან და მომავალშიც იქნებიან რუსული საქმით დაკავებული“, - აღნიშნა კობახიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.