აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: მოვუწოდებთ ოპოზიციას, შევიდნენ პარლამენტში, ბოიკოტის მოთხოვნა უკვე ნანახი ფილმის ყურებას ჰგავს
18-11-2020, 18:45

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ჩვენ მოვუწოდებთ ოპოზიციას შევიდნენ პარლამენტში, გაატარონ ის საარჩევნო ცვლილებები, რომელიც უზრუნველყოფს, რომ შემდეგი არჩევნები იყოს უკეთესი, ვერც ჩვენ და ვერც ისინი იგივე დარღვევების განმეორებას ვეღარ ვნახავთ, – აღინიშნა თბილისში, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელთა ბრიფინგზე, სადაც დეპარტამენტის ოფიციალურმა პირებმა საქართველოში ჩატარებულ არჩევნებზე ისაუბრეს.

 

 

„იმის ყურება, რომ ისინი ისევ ბოიკოტს ითხოვენ, უკვე ნანახი ფილმის ყურებას ჰგავს. ჩვენ მოვუწოდებთ ოპოზიციას, შევიდნენ პარლამენტში, გაატარონ ის საარჩევნო ცვლილებები, რომელიც უზრუნველყოფს, რომ შემდეგი არჩევნები იყოს უკეთესი, ვერც ჩვენ და ვერც ისინი იმავე დარღვევების განმეორებას ვეღარ ვნახავთ. ეს არის ის, რასაც ამერიკისა და ევროკავშირის ელჩები უჭერენ მხარს – დააბრუნონ ისინი მოლაპარაკების მაგიდასთან, არა ჩვენთვის გამოსავლის საპოვნელად, არამედ იმისთვის, რომ იპოვონ გამოსავალი თავისთის, იმუშაონ ერთად, ისწავლონ, როგორ იმუშაონ ერთად, რადგან მათ პარლამენტში ერთად მუშაობა მოუწევთ, შეადგინონ პროგრამა, პარლამენტის დღის წესრიგი, რომელიც მოიცავს მნიშვნელოვან საარჩევნო ცვლილებებსა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის მნიშვნელოვან რეფორმას. შემდეგ კი, ახალი არჩევნების ჩატარების შემთხვევაში, თქვენ გექნებათ უფრო სანდო შედეგი, რომლის მიმართაც ნდობა ყველას ექნება და მსგავსი კითხვები აღარ წამოიჭრება“, – ითქვა ბრიფინგზე, რომლის შესახებაც მასალა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე განთავსდა.

 

 

სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის თქმით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი სწორედ იმიტომ ხვდება სამოქალაქო საზოგადეობის წარმომადგენლებს სასამართლო რეფორმის საკითხებზე, რომ სასამართლოს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს საარჩევნო დავების გადაწყვეტაში.

 

 

„სწორედ ამ მიზეზით ხვდება სახელმწიფო მდივანი სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით, რადგან, ფუნდამენტურად, თუ იქნებოდა ნამდვილად დამოუკიდებელი მართლმსაჯულების სისტემა, საარჩევნო სარჩელები, რომლებიც ოპოზიციამ შეიტანა, გადაიჭრებოდა სასამართლოში და ხალხს შედეგების მიმართ ნდობა ექნებოდა. ახლა ისინი მიმართავენ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და ამის შემდეგ ზოგი სარჩელი შესაძლოა, გადაიგზავნოს სასამართლოში, ზოგი სარჩელი სასამართლოშიც განიხილება. მაგრამ იმის გამო, რომ ოპოზციის ნაწილს არ აქვს პროცესისადმი ნდობა, იქნება ეს ცესკო-ში თუ სასამართლოში, ისინი ჩიხში აღმოჩნდნენ“, – განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი