ომარ ნიშნიანიძე: "მთლად ისეთი ბნელი არ არის ჩვენი საზოგადოება, რომ კიდევ ერთხელ მიუბრუნდეს იმ შავს, რაც იყო ქვეყანაში
08-10-2015, 05:33

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

უმრავლესობის დეპუტატი ომარ ნიშნიანიძე გამორიცხავს ქვეყანაში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შესაძლებლობას და ამბობს, რომ ეს მხოლოდ "ნაციონალურ მოძრაობას" შეიძლება აწყობდეს. ნიშნიანიძე აცხადებს, რომ "ნაციონალებს" სუტუაციის არევა აწყობთ, რადგან იციან, რომ არჩევნების გზით ისინი ხელისუყფლებაში ვერ დაბრუნდებიან, თუმცა დეპუტატი იმედოვნებს, რომ  "მთლად ისეთი ბნელი არ არის ჩვენი საზოგადოება, რომ კიდევ ერთხელ მიუბრუნდეს იმ შავს, რაც იყო ქვეყანაში", - ამის შესახებ ომარ ნიშნიანიძემ საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ "კვირაში" გამართულ პრეს-კონფერენციაზე.  


"ერთხელ და სამუდამოდ უნდა დავივიწყოთ ჩვენ ვადამდელი არჩევნები, იმიტომ კი არა, რომ მე არ მინდა ეს, არამედ იმიტომ, რომ ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ უნდა ჩავჯდეთ პოლიტიკურ პროცესებში. ეს "ნაციონალურ მოძრაობას" აწყობს, თუმცა არა მგონია მათაც აწყობდეთ. უბრალოდ, სიტუაციის არევა აწყობთ. "ნაციონალების" საქმე დამთავრებულია, ისინი ხელისუფლებას ვერ დაიბრუნებენ არჩევნებით. ვისაც მიაჩნია, რომ ისინი ხელისუფლებაში ისევ მოვლენ, ეს გაბრიყვებული ხალხია, ძალიან კარგად იციან იმ ლიდერებმა, რომლებიც მაგათ წინ მიუძღვებათ, რომ არჩევნებით ისინი ხელისუფლებას ვერ დაიბრუნებენ, ამიტომ უნდათ სიტუაციის არევა, რასაც ჩვენ არ დავანებებთ მათ. ახლა, მთლად ისეთი ბნელი არ არის ჩვენი საზოგადოება, რომ კიდევ ერთხელ მიუბრუნდეს იმ შავს, რაც იყო ქვეყანაში, თუმცა ჩვენი ბრალიც იქნება თუ ამას ხალხს ვერ ავუხსნით. ჯერჯერობით ვერ ვუხსნით ხალხს. სამწუხაროდ, კომუნიკაცია ჩვენსა და ხალხს შორის ძალიან ნაკლებია, პიარზე ხომ აღარ არის ლაპარაკი, საერთოდ არა გვაქვს. ამიტომაც სულ ამას გავიძახი, მეტი ინფორმაცია ხალხს, რადგან არაინფორმირებულობა იწვევს მის დაბნეულობას, მის ნიჰილიზმს და არჩვენებზე მიუსვლელობას და არა მგონია ეს ქვეყნისათვის კარგი იყოს", აღნიშნა ომარ ნიშნიანიძემ. 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი