საპატრიარქო ილია მეორისა და მაიკ პომპეოს შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
18-11-2020, 18:54

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს საპატრიარქო აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოსა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

 

 

„18 ნოემბერს საქართველოს საპატრიარქოში შედგა შეხვედრა აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოსა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს შორის. მიღებას მაღალი რანგის სხვა ოფიციალური პირებიც ესწრებოდნენ.

 

 

ეს ვიზიტი დადასტურებაა იმ კეთილგანწყობისა, რომელიც ჩამოყალიბდა საქართველოს ეკლესიასა და აშშ-ს შორის.

 

 

ითქვა, რომ საქართველო და საქართველოს ეკლესია ყოველთვის იყო შემწყნარებლური ტრადიციული რელიგიების მიმართ და რომ ეს დღესაც ასეა. ამდენად, რელიგიის თავისუფლების იდეა ჩვენთვის უცხო არ არის.

 

 

აღინიშნა საქართველოს საპატრიარქოს დელეგაციის აშშ-ში შარშანდელი სტუმრობის და სემუელ ბრაუნბეკთან შეხვედრის შესახებაც და ყურადღება გამახვილდა უშუალო ურთიერთობების გაღრმავების აუცილებლობაზე. ასევე, შეეხნენ ამერიკის კონგრესის მიერ ერთი წლის წინ მიღებულ ორპარტიულ დოკუმენტს, რომელსაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს.

 

 

მისმა უწმინდესობამ და უნეტარესობამ მადლობა გადაუხადა სტუმარს აშშ-ს თანადგომისთვის და რთულ პერიოდში ასეთი მნიშვნელოვანი ვიზიტის განხორციელებისთვის. ამასთან, გამოთქვა იმედი, რომ ეს შეხვედრა კიდევ უფრო ეფექტურს გახდის ჩვენს შემდგომ თანამშრომლობას“, – ნათქვამია საპატრიარქოს ინფორმაციაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი