ბექა მჭედლიშვილი: ყოვლისმცოდნე ელისაშვილი ისევ იმას ლაპარაკობს, ღარიბაშვილი ჯარისკაცებისთვის სამარშრუტო ტაქსებს და ფეხსაცმელებს ყიდულობსო, შენ რა გაგიკეთებია ცხოვრებაში, უაზრობების ლაპარაკის გარდა?!
19-11-2020, 10:44

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ბექა მჭედლიშვილი პოსტს აქვეყნებს, სადაც ალეკო ელისაშვილის ნეგატიურ კომენტარებს ეხმაურება.

 

 

„ყოვლისმცოდნე ელისაშვილი ისევ იმას ლაპარაკობს ნეგატიურ კონტექსტში, ღარიბაშვილი ჯარისკაცებისთვის სამარშრუტო ტაქსებს და ფეხსაცმელებს ყიდულობსო... ჯერ ერთი ის უნდა გესმოდეს რომ ჯარისკაცებს კომფორტული ფეხსაცმელიც სჭირდებათ და კომფორტული გადაადგილების საშუალებაც. და კი ფორმებიც ახალი აქვთ ჯარისკაცებს, ფეხსაცმელებიც, საკვებიც საუკეთესო, დაზღვევაც, გადაადგილების საშუალებებიც კომფორტული...

 

 

შეიარაღებას რაც შეეხება, რაც წლებია არ გაკეთებულა წელს გაკეთდა, საჰაერო თავდაცვა, ავიაციის აღდგენა, საზენიტო სარაკეტო დანადგარები, ახალი პარტია ჯაველინები, მთელ ჯარს ახალი M4-ები, დელტას წარმოებული 40 ერთეული საბრძოლო მანქანა რომელიც ჯარს გადაეცა, ათასობით ჭურვი, ყუმბარმტყორცნები, ტყვიამფრქვევები და ასე შემდეგ... და ყველაფერი ექნება ჯარს, რაც სჭირდება და არასოდეს არ ქონია! 

 

 

მეორე, წინ რომ ადამიანი გიზის, რომლის პოლიტიკურმა პარტნიორმა და დამფინანსებელმა ჯარი გააღატაკა და გაძარცვა და შენ ამ აბსოლუტურად სულელური ჭორაობისთვის გცალია, იმის ნაცვლად რომ ერთხელ მაინც ცხოვრებაში წინ ვინც გიზის იმას გაეჯგიმო და პასუხი მოსთხოვო და არა ეკრანიდან "ივაჟკაცო", გეტყობა როგორც გადარდებს რეალურად ჯარის მდგომარეობა. პრინციპში, კაცს ბარამიძე რომ ხმას გაგაწყვეტინებს პირდაპირ ეთერში, რა უნდა მოგთხოვო, მაგრამ მაინც...

 

 

და მესამე, არ მგონია არ იცნობდე მოქმედი ჯარისკაცებიდან რამდენიმე კაცს მაინც, ხოდა ჰკითხე შენს სულელურ ბოდვაზე რას ფიქრობენ და რას გიპასუხებენ, არ გამოგვაპარო, ეთერიდან გვამცნე.

 

 

პ.ს და შენ რა გაგიკეთებია ცხოვრებაში, უაზრობების ლაპარაკის გარდა?“ - წერს მჭედლიშვილი.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი