თბილისში, სასტუმრო “რედისონის” მიმდებარე ტერიტორიაზე სროლა იყო. შს სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე საპატრულო პოლიციამ ერთი პირი დააკავა.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე დაიწყო. სროლის შედეგად არავინ დაშავებულა.
თბილისში, თაბუკაშვილის ქუჩის 49-ში, სასტუმრო “რედისონის” მიმდებარე ტერიტორიაზე სროლის ხმა ისმოდა. არსებული ინფორმაციით, სროლის შედეგად ტყვია მოხვდა ”რედისონში” მდებარე სამორინეს ფანჯარას, ასევე დაცხრილულია “პორშეს” მარკის ავტომანქანა.
თაბუკაშვილის ქუჩიდან “რედისონის” მიმართულებით სამანქანო მოძრაობა გადაკეტილია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.