დაბრუნებულ მიგრანტთა დახმარების პროგრამის ფარგლებში 20 მოსწავლეს კომპიუტერი გადაეცემა
19-11-2020, 19:41

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 20 მოსწავლეს კომპიუტერი გადაეცემა.

 


კომპიუტერებით უზრუნველყოფის მთავარი მიზანია ხელი შეუწყოს სამშობლოში დაბრუნებულ სასკოლო ასაკის მიგრანტებს სწავლების დისტანციურ რეჟიმში შეუფერხებლად ჩაერთონ.

 

 

პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ მოსწავლეებს, რომლებიც ოჯახთან ერთად, საზღვარგარეთ 12 თვეზე მეტ ხანს იმყოფებოდნენ და ემიგრაციიდან ბოლო ერთი წლის განმავლობაში დაბრუნდნენ.

 

 

განაცხადები 19 ნოემბრიდან 9 დეკემბრის ჩათვლით, დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსა და მის ტერიტორიულ სამმართველოებში შემდეგ მისამართებზე მიიღება:

 

 

ქ. თბილისი, თამარაშვილის ქ. N15ა;
ქ. გორი, სამების ქ. N1;
ქ. რუსთავი, ცურტაველის ქ. N5ა;
ქ. ქუთაისი, აბაშიძის გამზ. N27;
ქ. ზუგდიდი, აღმაშენებლის ქ. N106.
განაცხადის გაგზავნა ასევე შესაძლებელია სააგენტოს ელექტრონულ ფოსტაზე: info@idp.gov.ge.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი