„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის შალვა ნათელაშვილის განცხადებით, საქართველოში გერმანიის ელჩი ბიძინა ივანიშვილის ცნობილი ლობისტია.
აღნიშნული კომენტარი ნათელაშვილმა გერმანიის ელჩის, ჰუბერტ ქნირშის განცხადებასთან დაკავშირებით გააკეთა.
ქნირშის თქმით, საქართველოს დასაკარგი დრო არ აქვს და არ შეიძლება იმის თქმა, რომ შეიძლება, არჩევნები მომავალში უკეთესად ჩატარდეს. ელჩის განცხადებით, ახლა უნდა იმუშაოს ყველამ, რათა ქვეყანაში სიტუაცია უკეთესი გახდეს და ქვეყანა გამოწვევებს გაუმკლავდეს.
„გერმანიის ელჩი ივანიშვილის პირადი ცნობილი ლობისტია, ის ასევე ესწრებოდა ჩვენი შვილების თვალების დათხრას პარლამენტის ფანჯრიდან. ჩათვალა, რომ ეს იყო დემოკრატიული. ამდენად, მაგ კაცის განცხადებებზე კომენტარს ნუ მთხოვთ.
მე ამ ბატონ ელჩს მივმართავ შეკითხვით – ჟვანია რომ იყოს გერმანიის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, გერმანიის ბიულეტენები ყუთებში რომ იყრებოდეს, როგორც ამას ჩათვლიან ხელისუფლების კომისიის წევრები, ოპოზიციურ პარტიებს რომ არ ჰყავდეთ კომისიის წევრი ლანდებში, შედეგები რომ გამოცხადდეს ისე, რომ არავითარი საჩივრები არ განიხილონ და არ გაითვალისწინონ, სასამართლოებმა არ დააკმაყოფილონ ოპოზიციის არც ერთი სამართლიანი მოთხოვნა, ამ შემთხვევაშიც იმავეს იტყოდა ბატონი ელჩი? ეტყოდა თავის დეპუტატებს, შედით ბუნდესტაგში? ეს ხომ გამორიცხულია. გერმანიაში რევოლუცია მოხდებოდა. ამიტომ, სხვა სხვის საქმეში ბრძენიას პრინციპისგან სჯობია ზოგიერთმა მეგობარმა თავი შეიკავოს”, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.