ბადრი ჯაფარიძე: მზად ვართ, ვიმუშავოთ „ქართულ ოცნებასთან“ ერთად, რომ პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალი მოიძებნოს
20-11-2020, 15:42

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ჩვენ, ყველამ ერთად, მათ შორის, „ქართულმა ოცნებამ“ ერთად უნდა ვიმუშავოთ, იმისთვის, რომ ამ კრიზისიდან გამოვიდეთ, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ ევროკავშირის ელჩთან, კარლ ჰარცელთან შეხვედრის შემდეგ.

 

 

„ჩვენს მეგობრებს აწუხებთ პოლიტიკური კრიზისი, რომელიც შექმნილია ჩვენს ქვეყანაში, ეძებენ გზებს და, ჩვენთან ერთად, მსჯელობენ ამ კრიზისიდან გამოსავალზე. ეს იყო ჩვენი განხილვის საგანი. პოლიტიკური კრიზისი სახეზეა. ამ შემთხვევაში, გაუცხოება და ერთმანეთთან დაპირისპირება არაა გამოსავალი. ჩვენი პოზიცია არ დაგვიმალავს; ოპოზიცია მიიჩნევს, რომ არჩევნები გაყალბდა და ჩვენი ღრმა რწმენით, ერთადერთი გამოსავალია ახალ არჩევნებთან დაკავშირებით შეთანხმება. „ქართულ ოცნებას“ უნდა ესმოდეს, რომ დაპირისპირება და ოპოზიციის უგულებელყოფა მხოლოდ აღრმავებს კრიზის. ამიტომ, ჩვენ ერთად უნდა ვიმუშავოთ, მათ შორის, „ქართულმა ოცნებამაც“, ერთად უნდა ვიმუშავოთ. შეთანხმება არ იქნება ერთ-ერთი მხარის დამარცხება. ეს იქნება, ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე, ჩვენი ქვეყნის გამარჯვება. ამ შეხვედრაზე განვიხილეთ შექმნილი ვითარება და განვიხილეთ გამოსავლის შესაძლებლობები. იმედი გვაქვს, რომ „ქართული ოცნება“, ასევე, პასუხისმგებლობით მიუდგება იმ რთულ ვითარებას, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით და მზად ვართ, ვიმუშავოთ მათთან ერთად, რომ პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალი მოიძებნოს“ - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი