გერმანიის ელჩი: საქართველოს დასაკარგი დრო არ აქვს, არ შეიძლება იმის თქმა, რომ შეიძლება, არჩევნები მომავალში უკეთესად ჩატარდეს და მაშინ მივიღებ მონაწილეობას პოლიტიკურ პროცესებში
20-11-2020, 16:06

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს დასაკარგი დრო არ აქვს. დაუშვებელია იმის თქმა, რომ შეიძლება არჩევნები მომავალში უკეთესად ჩატარდეს და მაშინ მივიღებ მონაწილეობას პოლიტიკურ პროცესებში. ახლა უნდა იმუშაოს ყველამ, რათა ქვეყანაში სიტუაცია უკეთესი გახდეს და ქვეყანა გამოწვევებს გაუმკლავდეს, – განაცხადა გერმანიის ელჩმა საქართველოში, ჰუბერტ ქნირშმა.

 

 

 

„როდესაც მოლაპარაკებები მიმდინარეობს, ეს ნიშნავს, რომ ჩიხში არ ვართ, ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე ჯერ არ ვართ ბოლომდე მისულები. მხოლოდ წარსულზე საუბრებით გამოდის, რომ მხარეები ერთმანეთს უბრალოდ დროს აკარგვინებენ. მნიშვნელოვანია, რომ თემები, რომლებზეც მიდის საუბარი, დარჩეს კანონმდებლობის ფარგლებში. ქვეყანაში კონსტიტუცია არსებობს არა იმისთვის, რომ ყველა ახალ პოლიტიკურ სიტუაციაში რაიმე ახალი მოიგონო, არამედ იმისთვის, რომ მის ჩარჩოებში დარჩე და იქ მოძებნო გამოსავალი“, – აცხადებს ქნირში.

 

 

მისივე თქმით, საქართველოში დემოკრატიულ განვითარებას პოლარიზება მძიმე ტვირთად აწევს.

 

 

„ვხედავთ, რომ პარტიებს სულ უფრო ნაკლებად შეუძლიათ ერთმანეთთან საუბარი, რომ ისინი არ თანამშრომლობენ, ერთმანეთს მტრებად განიხილავენ, იმის მაგივრად, რომ პარტნიორები იყვნენ დემოკრატიულ პროცესში. მე მგონია, რომ ამის გამო, ერთეულ პიროვნებებს ვერ დავადანაშაულებთ, მაგრამ სხვადასხვა პიროვნებებს სხვადასხვა წვლილი მიუძღვით ამ განვითარებაში. ეს უფრო არის პროცესი, რომელსაც თავისი გარკვეული დინამიკა აქვს, რომელიც ბევრს თითქოს არც სურს, მაგრამ ყველაფერი თითქმის ავტომატურად მიმდინარეობს, თუ მისი შეჩერება არ ხდება.

 

 

მგონია, რომ ამ არჩევნებს პოლარიზებაში წვლილი არ შეუტანია, რადგან ეს არჩევნები ჩატარდა ახალი საარჩევნო სისტემის საფუძველზე, რომელიც ყველა პარტიის დიალოგის მიხედვით ერთხმად იქნა მიღებული, ანუ მიღწეულ იქნა კონსენსუსი. ეს იყო საარჩევნო სისტემა, რომელმაც საგრძნობლად მეტ პარტიას მისცა პარლამენტში შესვლის საშუალება. ეს არის ეფექტი, რომელიც ეწინააღმდეგება პოლარიზაციას და რაც მთავარია, ოპოზიციური პარტიების მანდატების წილი საგრძნობლად გაიზარდა. მე მგონია, რომ ამით უფრო პლურალისტური და გაწონასწორებული პარლამენტი იქნება, რომელიც საკმაოდ კარგად ასახავს პოლიტიკურ მიმდინარეობებს საქართველოში.

 

 

მგონია, რომ ნაკლები პოლემიკა იყო, ვიდრე ეს საპრეზიდენტო არჩევნებისას 2018 წელს მახსოვს. ასევე, ნაკლები ძალადობის შემთხვევები დაფიქსირდა, თუმცა მაინც გვქონდა მთელი რიგი მსგავსი სამწუხარო ფაქტებისა. დღეს იწყება ახალი გამოცდა. რადგან გამოცდა არ მთავრდება არჩევნებით, არანაკლებ დიდ გამოწვევას წარმოადგენს მუშაობა პარლამენტში. საქართველომ ცვლილებები შეიტანა თავის კონსტიტუციაში, შემოღებულ იქნა სრულად საპარლამენტო სისტემა და ახლა პარტიები უნდა შეეგუონ ამ მოცემულობას, გადაიბარონ თავიანთი როლი ამ საპარლამენტო სისტემაში და გამოიყენონ ის“, – განაცხადა ჰუბერტ ქნირშმა „ინტერპრესნიუსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი