ჩვენ რამდენიმე დღის განმავლობაში ვმსჯელობდით, როგორ გამოგვეხატა პროტესტი მეორე ტურთან დაკავშირებით, თუმცა დღეს, როდესაც დავსხედით საერთო აზრი წამოვიდა ასეთი, რომ ნებისმიერი სახის აქცია, რომელიც არ უნდა დაგეგმო, მაინც გარკვეულ მნიშვნელობას ანიჭებს მეორე ტურს, რაღაც პოლიტიკურ დატვირთვას ვაძლევთ თითქოს. ამიტომ, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ საერთოდ არანაირი აქცია არ გვქონდეს და იყოს სრული იგნორირება ხვალინდელი დღის, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა.
„საერთო ოპოზიციურ ფორმატში ყველანაირი აქცია შეჩერებულია, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ინდივიდუალურად რომელიმე პოლიტიკურმა პარტიამ აქცია არ გამართოს. ამ გადაწყვეტილებას ყველა პარტია თვითონ მიიღებს, თუ სურს, რომ გააპროტესტოს. არანაირი ინდივიდუალური გეგმა არ არსებობს, შესაძლოა რეგიონებში ვიღაცამ გადაწყვიტოს, რომ გააპროტესტოს რაღაც ფორმით, მაგრამ დიდი აქციები ყველაფერი გავაუქმეთ”,- განაცხადა უდუმაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.