თბილისის განათლების, სპორტის და ახალგაზრდობის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი არეშიძე, რომელიც დღეს დილით, მერიაში არსებული კრიზისული ვითარების ფონზე შვებულებაში გავიდა, შვებულების ვადის ამოწურვის შემდეგ სამსახურში აღარ დაბრუნდება. აღნიშნულ ინფორმაციას "პირველი რადიო" ავრცელებს.
აღსანიშნავია ის გარმოება, რომ არეშიძე თბილსის მთავრობის არც გუშინდელ სხდომას დასწრებია. 96 000 ლარიანი და დიპლომის სკანდალების შემდეგ, არეშიძეს მისი ოჯახის წევრმა, ვიცე- პრემიერმა კალაძემ გადადგომა ურჩია, თუმცა არეშიძემ საპასუხოდ განაცხადა, რომ თანამდებობიდან გადადგომა მის გეგმებში არ შედიოდა. "პირველი რადიოს" ინფორმაციით, გიორგი არეშიძის სამსახურიდან წასვლა გვიან ღამით, ხელისუფლებაში გამართულ დახურულ კონსულტაციებზე გადაწყდა და ვიცე- პრემიერის ცოლის ძმის სამსახურიდან წასვლის ეს ფორმა იქნა მოფიქრებული.
pirveliradio.ge
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.