წერეთლის გამზირზე,„ემ ბი სის“ შენობაში ცხრა მძევალი და ერთი შეიარაღებული პირი იმყოფება, – აღნიშნული განცხადება საპატრულო პოლიციის სამსახურის უფროსმა, ვაჟა სირაძემ გააკეთა.
„წერეთლის გამზირზე მოხდა შეიარაღებული თავდასხმა ერთ-ერთ მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე. ადგილზე იმყოფებიან პოლიციური ჯგუფები. ჩვენ ხელთ არსებული ინფორმაციით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში არის ცხრა მძევალი და ერთი შეიარაღებული პირი. გამოძიება დაწყებულია ყაჩაღობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარების ფაქტზე. რაც შეეხება შეიარაღებას, ამ ეტაპისთვის დაზუსტებულ ინფორმაციას ვერ მოგახსენებთ“, – განაცხადა ვაჟა სირაძემ.
საპატრულო პოლიციის უფროსმა მედიასაშუალებებს მოუწოდა, შეწყვიტონ ადგილზე არსებული ვითარების პირდაპირ ეთერში ჩვენება.
„ასევე მინდა გთხოვოთ და მოგიწოდოთ მედიასაშუალებებს, პირდაპირი ეთერებით ჩართვა შეწყვიტოთ, ვინაიდან ეს საფრთხეს უქმნის როგორც მოქალაქეების, ასევე სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების სიცოცხლეს. რაც შეეხება მოთხოვნებს და ყველა დეტალურ ინფორმაციას, ეტაპობრივად მოგაწვდით. ამ ეტაპისთვის მიმდინარეობს ღონისძიება, შესაბამისად, ძალიან გთხოვთ, ლაივ ჩართვები არ გავაკეთოთ და ინფორმაცია, რომელიც არ არის დაზუსტებული, არ გავავრცელოთ“, – განაცხადა ვაჟა სირაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.