თბილისში, წერეთლის გამზირზე მდებარე „ემ ბი სი“- ს ფილიალის შენობიდან ყველა მძევალი გათავისუფლებულია, თავდამსხმელი კი დაკავებული. ინფორმაცაიას შსს-ს წარმომადგენელი ნინო გიორგობიანი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
შეგახსენებთ, თბილისში, წერეთლის გამზირზე მდებარე მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ემ ბი სი“-ს ფილიალში შეიარაღებული თავდამსხმელი დაახლოებით, 16:00 საათზე შეიჭრა და 11 მძევალი აიყვანა. მომხდარზე გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა-ტარებისა და ყაჩაღობის ფაქტზე დაიწყო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.