კახა კალაძე: ხმა მივეცი ქვეყანაში მშვიდობას, სტაბილურობას, ეკონომიკურ განვითარებას და წარმატებულ საქართველოს
21-11-2020, 10:55

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„დღეს, ხმა მივეცი ქვეყანაში მშვიდობას, სტაბილურობას, ეკონომიკურ განვითარებას და წარმატებულ საქართველოს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ყველაფერი, რაც ჩამოვთვალე, ძალიან სჭირდება ჩვენს ქვეყანას“, - განაცხადა კახა კალაძემ ხმის მიცემის პროცედურის გავლის შემდეგ.

 

 

როგორც თბილისის  მერმა მედიასთან საუბრისას აღნიშნა, განმეორებითი არჩევნების ჩატარების საფუძველი არ არსებობს. 

 

 

ამასთან, კახა კალაძემ მოლაპარაკებების პროცესში ჩართულობისთვის ფასილიტატორ ელჩებს მადლობა გადაუხადა. 

 

 

„თქვენ იცით, რომ მოლაპარაკებები დაწყებულია, ჩართული არიან ფასილიტატორი ელჩები, რისთვისაც მათ მინდა მადლობა გადავუხადო. მგონია, რომ ოპოზიცია იმოქმედებს გონივრულად, შევლენ პარლამენტში და იქ გაგრძელდება მუშაობა. ხელახალი არჩევნების ჩატარების საფუძველი არ არსებობს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

თბილისის მერმა  ხმა საირმის ქუჩაზე, N64 საარჩევნო უბანზე მისცა.

 

 

დღეს, საქართველოს 17 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი