როგორც ამერიკელები იტყოდნენ, ეს კინო ნანახი გვაქვს. ზუსტად ასეთი ვითარება იყო 2016 წელს, როცა ოპოზიციის წარმომადგენლებმა მეორე ტურში მონაწილეობაზე უარი თქვეს, რაც არ არის სწორი ნაბიჯი, – განაცხადა „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ.
„მათ არ სურთ, მეორე დამარცხების მიღება და ამის გაფაორმება. აქედან გამომდინარე, ისინი მეორე ტურში მონაწილეობისგან თავს იკავებენ. ზედიზედ მეორე არჩევნებია ამას აკეთებენ, რაც არ არის სწორი ნაბიჯი და ის ნაბიჯი არ არის, რითაც პოლიტიკაში უნდა იმოქმედო“, – განაცხადა კობახიძემ.
მისივე თქმით, კონსულტაციები მნიშვნელოვანია და ხელისუფლება ყველანაირი კონსულტაციისთვის მზად არის.
„მზად ვართ, ყველანაირი კონსულტაციებისთვის. რა თქმა უნდა, ეს კონსულტაციები მნიშვნელოვანია, რომ საბოლოო ჯამში, ჩამოყალიბდეს მრავალპარტიული პარლამენტი, ისეთი პარლამენტი, რომელიც უნდა ჩამოყალიბებულიყო სწორედ ახალი საარჩევნო სისტემის საფუძველზე. იმ სისტემის საფუძველზე, რომელიც ჩვენ შემოვიღეთ საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით. როდის გაიმართება შეხვედრა, ვერ გეტყვით, მაგრამ ალბათ უახლოეს დღეებში“, – განაცხადა კობახიძე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.