ხმა მივეცი მეათე მოწვევის პარლამენტის დაკომპლექტებას. მაქვს ძალიან დიდი იმედი, როგორც მთელს საქართველოს, რომ ეს იქნება ძალიან ეფექტური, საქმიანი, მრავალპარტიული პარლამენტი, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა არჩევნების მეორე ტურზე, ხმის მიცემის შემდეგ.
„ცხრა პარტიას მისცა ხმა ამომრჩეველმა. ყველამ პატივი უნდა ვცეთ ამომრჩეველს და მის სურვილს. ეს პარლამენტი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება და მისი საქმიანობა დაიწყება ძალიან მალე, რადგანაც უნდა მივიღოთ ის ბიუჯეტი, რომელიც, პანდემიის კრიზისიდან და სოციალურ-ეკონომიკური კრიზისიდან გამომდინარე, იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. ძნელად წარმომიდგენია, რომ ეს ბიუჯეტი იყოს ისე მიღებული,რომ ყველა არ მონაწილეობდეს მასში და არ ვეცადოთ, ეს იყოს ჩვენი ერთიანი გადაწყვეტილება, დავძლიოთ კრიზისი. ამას ვუსურვებ საქართველოს, ამას ვუსურვებ ყველას“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.