მამუკა მდინარაძე: არჩევნების მეორე ტურის ლეგიტიმაციისათვის მინიმალური ზღვარი არ არსებობს, რამდენი ამომრჩეველიც მივა, ისინი დააფიქსირებენ თავიანთ პოზიციას
21-11-2020, 15:38

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

არჩევნების მეორე ტურის ლეგიტიმაციისათვის მინიმალური ზღვარი არ არსებობს, რამდენი ამომრჩეველიც მივა, ისინი დააფიქსირებენ თავიანთ პოზიციას და ეს იქნება ამომრჩევლის გადაწყვეტილება, – განაცხადა მმართველი გუნდის წევრმა მამუკა მდინარაძემ.

 

 

მისი თქმით, მეორე ტურზე შედარებით დაბალი აქტივობა ფიქსირდება.

 

 

„თუ სწორად მახსოვს, 50 პროცენტზე მეტი იყო 2016 წელს პირველ ტურში აქტივობა და მეორე ტურში ეს ჩამოვიდა 36-37 პროცენტამდე. ასევე, ბუნებრივია ძალიან სერიოზულ გავლენას ახდენს ძალიან მძიმე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა. გავლენას ახდენს ოპოზიციის საჯარო განცხადებები იმის შესახებ, რომ არ მივიდნენ მათი მხარდამჭერები არჩევნებზე. მათაც არ შეუძლიათ ხმების იმ რაოდენობის მობილიზება, რაც საჯარო, ღია განცხადებების შემთხვევაში იქნებოდა, ესეც სწევს აქტივობას. აქვე, შეგახსენებთ, რომ მათი კანდიდატებიდან, რომლებიც დღეს მეორე ტურში არიან გასული და ბიულეტენში ფიქსირდებიან, 17 კანდიდატიდან, 14 უკვე გამსვლელ სიაში რადგან არიან, ისინი უკვე ფლობენ პარლამენტის მანდატს, აქედან გამომდინარე, აქ შედარებით დაბალია ინტერესია. ასევე, კიდევ ერთი მიზეზია, სხვა პარტიები, რომელთაც მეორე ტურში არ ჰყავთ საკუთარი კანდიდატი, ინტერესს კარგავენ ხოლმე, ყველა ეს ფაქტორი მოქმედებს აქტივობაზე და გაცილებით დაბალი იქნება, ვიდრე პირველ ტურში. თუმცა, არჩევნების მეორე ტურის ლეგიტიმაციისათვის მინიმალური ზღვარი არ არსებობს, რამდენი ამომრჩეველიც მივა, ისინი დააფიქსირებენ თავიანთ პოზიციას და ეს იქნება ამომრჩევლის გადაწყვეტილება“, – განაცხადა მდინარაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი