„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები თავიანთ ახალგაზრდულ ფრთას ავალებენ, რომ 20:00 საათზე ან ამის შემდეგ, საბჭოთა კავშირის ჰიმნით მოგვილოცონ გამარჯვება, – განაცხადა „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე.
„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები თავიანთ ახალგაზრდულ ფრთას ავალებენ, რომ საღამოს 20:00 საათზე ან ამის შემდეგ, საბჭოთა კავშირის ჰიმნით მოგვილოცონ გამარჯვება. ესეც მდარე პროვოკაციაა და მით უმეტეს „ნაცმოძრაობისგან“, რომელიც მთელი თავისი ე.წ. მოღვაწეობის განმავლობაში, სულ რუსულ საქმეს აკეთებდა და ისინი არიან ავტორები რეზოლუციის მხარდაჭერისა, სადაც ეწერა, რომ საქართველომ ომი დაიწყო, საქართველოს სტრატეგიული ობიექტების გაყიდვაზე და სხვა ძალიან ცნობილ ამბებზე აღარ გავამახვილებ ყურადღებას“, – განაცხადა მდინარაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.