ბრიუსელში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარს იოჰანეს ჰანს შეხვდა.
შეხვედრის დროს მხარეებმა მიმოიხილეს ასოცირების შეთანხმების განხორციელებისა და ამ პროცესში ევროკავშირის შემდგომი დახმარების საკითხები, ხაზი გაესვა ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესის დასრულების მნიშვნელობას. ევროკომისარმა დადებითი შეფასება მისცა საქართველოს მხრიდან საკმაოდ მოკლე პერიოდში მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესს და გამოთქვა იმედი, რომ ეს პროცესი წარმატებით დასრულდება. აღინიშნა რომ ვიზალიბელარიზაციის პროცესის წარმატებით დასრულება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის გზაზე და ხელს შეუწყობს ხალხთა შორის კონტაქტების გაძლიერებას.
შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს საქართველოში უსაფრთხოებისა და სტბილურობის გარემოზე. აღინიშნა ამ პროცესში ევროკავშირის მეტი ჩართულობის აუცილებლობა.
ევროკომისარმა დადებითად შეაფასა ქვეყნის მიერ ასოცირების დღის წესრიგის განხორციელებაში არსებული პროგრესი და მზადყოფნა გამოთქვა ხელი შეუწყოს ევროკავშირთან საქართველოს შემდგომ პოლიტიკურ ასოცირებასა და ეკონომიკურ ინტეგრაციას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.