იუსტიციის სახლის ფილიალები და საზოგადოებრივი ცენტრები შაბათს და კვირას აღარ იმუშავებენ
23-11-2020, 13:02

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, იუსტიციის სახლის ფილიალები და საზოგადოებრივი ცენტრები შაბათს და კვირას აღარ იმუშავებენ. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, 22:00 საათის შემდეგ კი, გადაადგილების შეზღუდვიდან გამომდინარე, თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის იუსტიციის სახლები მომხმარებლებს 09:00-დან 21:00 საათამდე ემსახურებიან. 

 

 

„პანდემიის პერიოდში, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, იუსტიციის სახლებმა და საზოგადოებრივმა ცენტრებმა სხვა არაერთი ღონისძიება გაატარა:

 

 

მიმდინარე წლის 5 მაისიდან იუსტიციის სახლები და საზოგადოებრივი  ცენტრები ვიზიტის წინასწარი დაჯავშნის პრინციპით მუშაობდნენ და მოქალაქეებს სერვისებს ყოველდღე, შაბათ-კვირის ჩათვლით აწვდიდნენ;

 

 

პირველი ივნისიდან თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის იუსტიციის სახლები, ნაცვლად 09:00-დან 18:00 საათისა, 09:00-დან 24:00 საათამდე გასცემდნენ 400-ზე მეტ სერვისს, მოქალაქეებს მომსახურების მიღება კვლავ ყოველდღე, შაბათ-კვირის ჩათვლით შეეძლოთ;

 

 

9 ნოემბრიდან, ახალი შეზღუდვების გათვალისწინებით, თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის იუსტიციის სახლები მომხმარებლებს ყოველდღე, 09:00-დან 21:00 საათამდე ემსახურებოდნენ;

 

 

22 ნოემბრიდან კი, იუსტიციის სახლის ფილიალები და საზოგადოებრივი ცენტრები  ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით,  09:00-დან 21:00 საათამდე იმუშავებენ.

 

 

რეგულარულად, მასშტაბური  სადეზინფექციო სამუშაოები ტარდება საქართველოში მოქმედ ყველა, 25-ვე იუსტიციის სახლსა და 85 საზოგადოებრივ ცენტრში.

 

 

იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში სერვისის მიღება მხოლოდ წინასწარი დაჯავშნის პრინციპითაა შესაძლებელი პორტალიდან – my.gov.ge. ელექტრონული სისტემა მომხმარებელს ხუთენოვან სერვისს სთავაზობს – დაინტერესებული პირი ვიზიტის დაჯავშნას ქართულ, აფხაზურ, ინგლისურ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე შეძლებს.

 

 

იუსტიციის სახლსა და საზოგადოებრივ ცენტრში სერვისის მისაღებად მოქალაქე:

 

 

ვიზიტის დასაჯავშნად უნდა ეწვიოს ვებგვერდს – my.gov.ge;

 

 

პორტალზე განთავსებულ კალენდარში უნდა ჩანიშნოს თარიღი და დრო იუსტიციის სახლის ფილიალში ვიზიტისათვის, რის შემდეგაც მის მიერ მითითებულ ტელეფონის ნომერზე მიიღებს მოკლე ტექსტურ შეტყობინებას, სადაც აღნიშნული იქნება ვიზიტის თარიღი, ადგილი და დრო; ასევე, მომსახურების ერთჯერადი კოდი, რომელსაც ის წარადგენს იუსტიციის სახლში ვიზიტისას.

 

 

მნიშვნელოვანია, რომ წინასწარი დაჯავშნის გარეშე იუსტიციის სახლში მისული მომხმარებელი შენობაში ვერ მოხვდება; ფილიალში მისულ პირს აუცილებლად უნდა ეკეთოს პირბადე, ნიღბის გარეშე ის შენობაში არ დაიშვება“,- აღნიშნულია სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინფორმაციაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი