თურქეთში საქართველოს ელჩმა გიორგი ჯანჯღავამ და სტამბოლში საქართველოს გენერალურმა კონსულმა ინგა კიკვაძემ მსოფლიო საპატრიარქოს გენერალურ მდივანთან და ქართული სამრევლოს წინამძღვართან ერთად, მსოფლიო პატრიარქის, მისი ყოვლადუწმინდესობა ბართლომეოსის კურთხევით, საზეიმო ვითარებაში გახსნეს სტამბოლის ქართული საკვირაო სკოლა.
საქართველოს ელჩმა, სკვირაო სკოლის მოსწავლეებს გადასცა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ, „საკვირაო სკოლების მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში შექმნილი სახელმძღვანელოები. აქვე, უნდა აღინიშნოს, რომ საგრანტო პროგრამის „დიასპორული ინიციატივების ხელშეწყობა“ ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ, ასევე, შეძენილ იქნა საკვირაო სკოლის ფუნქციონირებისთვის საჭირო ინვენტარი და სახელმძღვანელოები.
ასევე, აღსანიშნავია, რომ სტამბოლის ედირნექაფის წმ. გიორგის ქართულ სამრევლო ტაძარში, ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოს ელჩი გიორგი ჯანჯღავა და სტამბოლში საქართველოს გენერალური კონსული ინგა კიკვაძე დაესწრნენ საღმრთო ლიტურგიას, რომელიც აღასრულა ქართული სამრევლოს წინაძღვარმა მამა ილია ჯინჯოლავამ. საღმრთო ლიტურგიას, ასევე, ესწრებოდა მსოფლიო პატრიარქის ოფიციალური წარმომადგენელი, მსოფლიო საპატრიარქოს გენერალური მდივანი არქიმანდრიტი იოაკიმე ბილისი.
საღმრთო ლიტურგიის დასასრულს, საქართველოს ელჩმა, სიტყვით გამოსვლისას, ყურადღება გაამახვილა ქართული დიასპორის მნიშვნელოვან როლზე საქართველოს განვითარებისა და ქვეყნის პოზიტიური იმიჯის წარმოჩენის საქმეში და აღნიშნა, რომ დიასპორასთან ურთიერთობა და თანამშრომლობა როგორც საქართველოს მთავრობის და საგარეო საქმეთა სამინისტროს, ასევე, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიების საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა.
ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.