ვინ და რატომ "მოიაზრებს" საქართველოს სამხედრო ტერმინოლოგიით?!
08-10-2015, 23:52

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მართლაც და, ქართველებმა, განა რა დავაშავეთ ასეთი, რომ დღეს, მშვიდობიან პერიოდში (თუნდაც, ნაწილობრივი ოკუპაციის პირობებში), როცა ჩვენს ტერიტორიაზე არ მიმდინარეობს სამხედრო მოქმედებები, საქართველოს მიმართებით უცხოელი პოლიტიკოსები იყენებენ სამხედრო ტერმინოლოგიას?! და რაც ყველაზე საგანგაშოა, ქართველი უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობების პირებიც, უცხოელ კოლეგებს ამავე ტერმინოლოგიით პასუხობენ და არ ცდილობენ სამხედრო ტერმინების ნაცვლად, შესაბამისი პოლიტიკურ–დიპლომატიური ტერმინოლოგიის შეთავაზებას!? აშშ–ში ვიზიტის დროს, პრეზიდენტ მარგველაშვილს დაუსვეს შეკითხვა, სადაც ტერმინი "რადარი" შემდეგ კონტექსტში იყო ნახსენები. – "..რატომ გაქრა საქართველო ამერიკის "რადარებიდანო.."?!

 

 

ამ წერილში, ჩემი ამოცანა არ არის დასმულ კითხვაზე პასუხის გაცემა (სხვა დროს!), უბრალოდ, გამაოცა ამერიკელებისგან სამხედრო ტერმინის გამოყენებამ საქართველოს მიმართ?! რა ხდება? ჩვენ ხომ, ღვთის წყალობით, არც ერაყი და არც სირია არ ვართ?! იქნებ, საქართველოსთან მიმართებაში პოლიტიკურ–დიპლომატიურ კონტექსტს, სამხედრო–პოლიტიკური კონტექსტი ანაცვლებს და ჯერ არ ვიცით?! ყოველ შემთხვევაში, არც ხელისუფლებიდან და არც ოპოზიციიდან ეს არავის აღუნიშნავს, ან მითუმეტეს გაუპროტესტებია. ვინც კი კომენტარი გააკეთა, პოლიტიკოსი იყო თუ ექსპერტი, ტერმინი – "რადარი" და "საქართველოს რადარიდან გაქრობა", ყველამ და ყველა ბრუნვაში "აბრუნა" იგი, ისე, რომ არც კი დაფიქრებულა, თუ რისი მომტანია ქვეყნისთვის სამხედრო ტერმინოლოგიის პოლიტიკურ რიტორიკაში "შემოღება და დაფუძნება"?!

 

 

მავანთათვის, ცნობისთვის, ტერმინი "რადარი", 1941 წელს ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო საზღვაო ძალების მიერ იქნა გამოყენებული (RADAR - radio detection and ranging). ინგლისურ ენაზე - შემოკლებული სახელწოდებაა რადიოლოკატორის და რადიოლოკაციის, ასე განგვიმარტავს უცხო ენათა ლექსიკონი. საქართველოს მშვიდობიან განვითარებას ალტერნატივა არა აქვს, ისე, როგორც ქვეყნის მშვიდობიან გამთლიანებას! ამიტომ, ქართველებო, ყურადღებით ვიყოთ, გონს მოვუხმოთ და სხვის "დაკრულზე ცეკვას" გადავეჩვიოთ, რადგანაც თანამედრვე გლობალურ პოლიტიკაში, ყოველ სიტყვას და წერტილ–მძიმეს აქვს მნიშვნელობა!!!...



ჯუმბერ კირვალიძე,  

პოლიტოლოგი

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი