ნიუ ჯერსის ყოფილი გუბერნატორი დონალდ ტრამპს საპრეზიდენტო არჩევნებში მარცხის აღიარებისკენ მოუწოდებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
რესპუბლიკელმა პოლიტიკოსმა კრის კრისტიმ დონალდ ტრამპის იურისტების ჯგუფის მიერ ჩატარებულ გამოძიებას ABC-სთან ინტერვიუში „ეროვნული სირცხვილი“ უწოდა.
„მე პრეზიდენტის მხარდამჭერი ვარ. ორჯერ მივეცი ტრამპს ხმა, მაგრამ არჩევნებს აქვს შედეგები და ჩვენ ვერ გავაგრძელებთ ისე მოქცევას, თითქოს აქ რამე მოხდა, როდესაც არაფერი მომხდარა“, – განაცხადა ნიუ ჯერსის ყოფილმა გუბერნატორმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.