ირანის სულიერმა ლიდერმა აიათოლაჰ ალი ხამენეიმ დღეს ირანის რევოლუციის მცველების არმიასთან არსებული საზღვაო ძალების სადრლებისა და პერსონალისთვის სიტყვით მიმართვისას განაცხადა, რომ მტერი ცდილობს, შეცვალოს ირანელი თანამდებობის პირებისა და ხალხის, განსაკუთრებით კი ახალგაზრდობის აზროვნება. ამ საკითხთან დაკავშირებით, მან ირანის ხალხს ყურადღებიანობისა და სიფხიზლისკენ მოუწოდა. ამის შესახებ ირანული საინფორმაციო სააგენტო IRNA იტყობინება.
ხამენეის თქმით, ირანი არასოდეს ომის დამწყები მხარე არ იქნება, მაგრამ ამის საპირისპიროდ, მტერი თავისი ბუნებიდან გამომდინარე, მუდმივად ზეგავლენისა და აგრესიისკენ არის მიდრეკილი. ამ იმპერიალისტური ძალების მიერ ადამიანის უფლებების ან სამოქალაქო უფლებების სახელით წინ წამოწეული მტკიცებები და პრეტენზიები სრულიად სინამდვილეს მოწყვეტილი, ცარიელი და უადგილო არის.
ხაზს უსვამს რა ქვეყნის შიგნით დასავლეთის გავლენის წინააღმდეგ ბრძოლის საჭიროებას, ხამენეი ირწმუნება, რომ ამერიკის მეთაურობით იმპერიალისტური ძალების ყველაზე დიდი ძალისხმევა მიმართულია ირანში არსებული ისლამური წყობის დარღვევისკენ და ამერიკის სწრაფვა, ირანთან განხილვები და მოლაპარაკებები გამართოს, მხოლოდ თავისი გავლენის დამკვიდრებას ისახავს მიზნად.
ირანის სულიერი ლიდერის თქმით, ის ევროპულ ან სხვა ქვეყნებთან მოლაპარაკების მოწინააღმდეგე არაა, მაგრამ ამერიკა სხვა შემთხვევაა, რადგან მოლაპარაკებიდან მისი მოლოდინები და მიზნები სხვაა. ამიტომ ამერიკასთან ურთიერთობა და მოლაპარაკება კულტურულ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ სფეროებში მისი გავლენის დამკვიდრებას უხსნის გზას.
“ამერიკასთან მოლაპარაკება აკრძალულია, რადგან ამ მოლაპარაკებებს არანაირი სარგებელი არ ექნება, არამედ უამრავ ზარალს მოიტანს”- ამ სიტყვებით დაამთავრა თავისი სიტყვა ირანის სულიერმა ლიდერმა.
აღსანიშნავია, რომ ბირთვული შეთანხმების მიღწევის შემდეგ ირანსა და აშშ-ს შორის დაახლოების პროცესი შეიმჩნეოდა. ამერიკასთან თანამშრომლობისა და ურთიერთობების განვითარების სურვილის მიმართულებით გზავნილებს აკეთებდა ირანის პრეზიდენტი ჰასან რუჰანი, ისევე როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები და საგარეო საქმეთა მინისტრი.
შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ პრეზიდენტ რუჰანის ასეთი საგარეო კუსი, ასევე შიდა პოლიტიკაში ადამიანთა უფლებებისა და თავისუფლებების სფეროში რეფორმების განხორციელების სურვილი, სერიოზულად აწუხებთ წამყვან რელიგიურ ფიგურებს.
ასევე საინტერესოა ფაქტი, რომ აიათოლაჰ ალი ხამენეის ეს განცხადება სირიაში რუსეთის მიერ წამოწყებულ სამხედრო მოქმედებებს მოჰყვა და არსებობს მტკიცება, რომ სირიის ომში რუსეთის ჩართვაში თავისი ძალისხმევით სერიოზული როლი შეასრულა ასევე თვითონ ირანის სულიერმა ლიდერმა.
tvfree.ge
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.