გლდანის რაიონის გამგეობა საგზაო სამუშაოებს აქტიურად განაგრძობს. პატარა ტბის დასახლებაში, წინამძღვრიშვილის ქუჩის გზის საფარის მოწესრიგება დაიწყო.
საგზაო სამუშაოების ფარგლებში, სანიაღვრე ქსელი დაახლოებით, 425 გრძივ მეტრზე ეწყობა. რის შემდეგაც, დაახლოებით, 4 623 კვადრატულ მეტრ ფართობზე კი, ასფალტის ორი ფენა საფარი დაიგება, მოეწყობა ბორდიური და საფეხმავლო ბილიკები.
აღნიშნული პროექტისთვის 457 765 ლარი არის გათვალისწინებული.
სამუშაოებს, გლდანის რაიონის გამგეობის დაკვეთით, ტენდერში გამარჯვებული კომპანია ,,დინ გრუპ“ ახორციელებს.
პატარა ტბის დასახლებაში გლდანის გამგეობამ მაისურაძის, ტიხონოვის, გულისაშვილის, მარჯანიშვილის, ბარათაშვილის ქუჩების რეაბილიტაცია გასულ წლებში განახორციელა. აღნიშნულ დასახლებაში მიწისქვეშა კომუნიკაციების მოუწესრიგებლობის გამო, გამგეობა ვერ ახორციელებდა გზის საფარის მოწყობას. კომპანია ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მიერ, წინამძღვრიშვილის ქუჩაზე წყალარინების ქსელის მოწყობა განხორციელდა, რის შემდეგაც გამგეობას მიეცა შესაძლებლობა, საგზაო სამუშაოები დაეწყო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.