მოძრაობა "ხალხისთვის" ლიდერმა ანა დოლიძემ მთავრობას ორი მოთხოვნით მიმართა - ხელისუფლებამ დაიდოს ერთწლიანი გეგმა ონლაინ აზარტული თამაშების ეტაპობრივად აკრძალვის შესახებ და შექმნას სარეაბილიტაციო პროგრამა თამაშდამოკიდებული ადამიანებისთვის.
„დღევანდელ პირობებში, როდესაც ჩვენი მოქალაქეების უმეტესობას თითოეული ლარი აქვს საშოვნელი, როდესაც ჩვენ განვიცდით ძალიან სერიოზულ ეკონომიკურ სიდუხჭირეს, ონლაინ აზარტული თამაშები ხელისუფლებამ განგებ დაუტოვა მოსახლეობას, როგორც გაღარიბების კიდევ ერთი გზა. დღეს ონლაინ აზარტული თამაში არ არის ვიღაცისთვის უბრალოდ გართობის საშუალება, როგორც უნდა იყოს ნორმალურ და მდიდარ ქვეყანაში. დღევანდელი სიდუხჭირის პირობებში, აზარტული თამაშები, რომლის მოგებაც ყოველწლიურად რეკორდულად იზრდება, მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის ლუკმა-პურის შოვნის გზაა. ერთადერთი საშუალება, რომ ჩვენი მოსახლეობის ჯიბიდან და ეკონომიკიდან მოღებული თითოეული ლარი მოხმარდეს ჩვენივე ბავშვების კვებას, განათლებას, ჩაცმას და ელემენტარული მოთხოვნების დაკმაყოფილებას, არის ის, რომ ხელისუფლებამ შემოგვთავაზოს ონლაინ თამაშების ეტაპობრივად დახურვის ერთწლიანი გეგმა, ისე, როგორც ეს არის მსოფლიოს უმეტეს განვითარებად და განვითარებულ ქვეყნებში. ამასთან, ამ ერთწლიანი გეგმის ფარგლებში, ხელისუფლებამ უნდა შექმნას თამაშდამოკიდებულ ადამიანთა სარეაბილიტაციო ცენტრები, რათა შეძლონ ამ სენით დაავადებულმა ადამიანებმა განკურნება. ეს ჩვენი მოსახლეობის და ჩვენი ოჯახების გადარჩენის ერთადერთი გზაა და მთავრობა აუცილებლად უნდა გამოფხიზლდეს, “ - განაცხადა ანა დოლიძემ გამართულ ბრიფინგზე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.