დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში ვაქცინა, რომელსაც სახელმწიფო შემოიტანს, მოსახლეობისთვის უფასო იქნება.
მისი თქმით, ჯერჯერობით ზუსტი დრო უცნობია, ვინაიდან დღევანდელი მოცემულობით, არც ერთ მარეგულირებელს ვაქცინა არ დაუმტკიცებია.
„ჯერ არც ერთ მარეგულირებელს ვაქცინა არ დაუმტკიცებია. ამერიკის წამლის და საკვების ადმინისტრაცია არის ერთ-ერთი უმკაცრესი, განაცხადს რომ შეიტან, არ ნიშნავს იმას, რომ ავტომატურად დაგიმტკიცებენ, ის გადის ძალიან ბევრ ექსპერტიზას. ჩვენ დამოკიდებული ვართ კოვაქს პლატფორმაზე, ანუ როდესაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია დაამტკიცებს ვაქცინას, საქართველოსთვის ის ხელმისაწვდომი იქნება. კონტრაქტი არსებობს, პირველი შენატანი გაკეთებულია და ჩვენ მივიღებთ 700 000 ადამიანისთვის ასაცრელ ვაქცინის მილიონ 400 000 დოზას. ეს იქნება თებერვალში, მარტში, ჯერ დაბეჯითებით ამის თქმა არ შემიძლია, ვიდრე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია არ დაამტკიცებს კოვაქსისის პლატფორმაზე ამ სამი, თუ ოთხი ვაქცინიდან რომელიმეს. პარალელურად, ჩვენ ვმუშაობთ თვითონ ამ მწარმოებლებთან. რასაც სახელმწიფო შემოიტანს, რათქმა უნდა, ეს იქნება უფასო მოსახლეობისთვის, იქნება სახელმწიფოს ხარჯზე“, – განაცხადა გამყრელიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.