15 დეკემბრიდან ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებლები კომუნალურ სერვისებზე ელექტრონულ ქვითრებს მოკლე ტექსტური შეტყობინებით (სმს-ით) მიიღებენ იმ მობილური ტელეფონის ნომერზე, რომელიც დაფიქსირებული აქვთ შესაბამისი კომუნალური მომსახურების კომპანიაში, – ინფორმაციას სემეკი ავრცელებს.
სემეკი მოუწოდებს მომხმარებლებს, ელექტრონული ქვითრების მისაღებად კომუნალური მომსახურების კომპანიებს მიაწოდონ საკონტაქტო ტელეფონის ნომრები კომპანიების ცხელი ხაზის ან USSD კოდის – *303#-ის საშუალებით. მომხმარებლის სურვილის შემთხვევაში, ელექტრონული ქვითრის მიღება შესაძლებელია ელექტრონული ფოსტის საშუალებითაც. ელექტრონული ქვითარი მომხმარებლის მიერ გადასახდელ თანხასა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, ასევე მოიცავს ბმულს, რომელზეც განთავსებულია დარიცხვის შესახებ დეტალური ინფორმაცია და ხელმისაწვდომია 3 (სამი) წლის განმავლობაში. მისი გადმოწერა მომხმარებელს შეეძლება ნებისმიერ დროს, PDF ან/და JPG ფორმატში. ბეჭდური ქვითრისგან განსხვავებით ელექტრონული ქვითრის არ მიღების ან წაშლის შემთხვევაში, *303#-სერვისის მეშვეობით შესაძლებელია, როგორც აღნიშნული ქვითრის ხელმეორედ გამოთხოვა, ისე ბალანსის გადამოწმება და სხვა ინფორმაციის მიღება, – ნათქვამია სემეკ-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.