აგვისტოს ომის საქმეზე ჩვენი ინტერესია, ეთნიკური წმენდის ნაწილი იქნეს ბოლომდე გამოძიებული, - ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა. მისი თქმით, მთავარი პროკურატურა 2008 წლის აგვისტოს ომის საქმის ეთნიკური წმენდის ნაწილში აქტიურად თანამშრომლობს ჰააგის პროკურორის ოფისთან.
"ჰააგის პროკურორის ოფისი 2008 წლის აგვისტოდან იკვლევს ფაქტებს აგვისტოს ომის საქმეზე და დღეს ირკვევა, რომ ქალბატონმა ბენსუდამ, ჰააგის პროკურორმა, გადაწყვიტა, გადადგას პირველი ნაბიჯები, რომ თავად ჰააგის პროკურორის ოფისი ჩაერთოს ამ გამოძიებაში. ჩვენ რომის სტატუტის წევრი ვართ 2003 წლიდან, გვევალება მათთან თანამშრომლობა და ვთანამშრომლობთ. აუცილებლად ვითანამშრომლებთ, მითუმეტეს, რომ აგვისტოს ომის საქმეზე ჩვენი ინტერესია, ეთნიკური წმენდის ნაწილი იქნეს ბოლომდე გამოძიებული, რადგან, ჩვენ ყველას გვახსოვს, ქართველთა ეთნიკური წმენდა 2008 წლის აგვისტოში არის მომხდარი", - აღნიშნა თეა წულუკიანმა და დაამატა:
"ერთადერთი, რაც ჩვენ ვერ შევძელით, არის ის, რომ ხელი არ მიგვიწვდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე, და ქალბატონი ბენსუდას ჩართულობა, მე იმედი მაქვს, რომ დაგვეხმარება, გამოვასწოროთ ეს ხარვეზი რომ ის შეძლებს ამ ტერიტორიებზე მოხვდეს და გამოძიება სრულფასოვნად ჩაატაროს. რა თქმა უნდა, ქალბატონი ბენსუდა ეწვევა საქართველოს, ამას ითვალისწინებს პროცედურა, მაგრამ ის ეწვევა და აუცილებლად უნდა ეწვიოს მოსკოვსაც".
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.