შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის - ”სისხლისსამართლებრივი დევნისა და გამოძიების ხარისხის გაუმჯობესება საქართველოში” - ხელმძღვანელს შეხვდა
24-11-2020, 18:21

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, ვაჟა სირაძე ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის - "სისხლისსამართლებრივი დევნისა და გამოძიების ხარისხის გაუმჯობესება საქართველოში" - ხელმძღვანელს, ტერი სკაიფს შეხვდა.

 


შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს დანაშაულისა და საგზაო შემთხვევათა ანალიზის სისტემა და მისი ინტეგრირება სამინისტროს ერთიან ანალიტიკურ ქსელში: დანაშაულზე პირველადი რეაგირება და პატრულის ფუნქცია ამ პროცესში; საპატრულო პოლიციის როლი და დანიშნულება ანალიზზე დაფუძნებული საპოლიციო საქმიანობის პროცესში და სხვ.

 


შეხვედრის დასასრულს, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა მადლობა გადაუხადა პროექტის ხელმძღვანელს მხარდაჭერისთვის და სამომავლო თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა.

 


აღნიშნული პროექტი შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტთან მჭიდრო თანამშრომლობით, 2016 წლიდან ხორციელდება. მისი მიზანია სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის მხარდაჭერა, კოორდინაცია და მონიტორინგი, ასევე, საერთაშორისო სტანდარტებისა და ვალდებულებების გათვალისწინებით, პროკურატურასა და შინაგან საქმეთა სამინისტროში რეფორმების განხორციელების პროცესის ხელშეწყობა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი