ლევან რატიანი: მომდევნო ორი კვირა მაინც, თავი შევიკავოთ დედაშვილური ურთიერთობისგანაც კი, რათა დედაც კარგად გვყავდეს და შვილებიც
25-11-2020, 12:42

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მომდევნო ორი კვირა მაინც, თავი შევიკავოთ დედაშვილური ურთიერთობისგანაც კი, რათა დედაც კარგად გვყავდეს და შვილებიც, – განაცხადა პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელმა, ლევან რატიანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი – მარი მალაზონია“.

 

 

„ჩვენს ქვეყანაში ინფიცირებულების რაოდენობა საკმაოდ გაიზარდა, ამის უამრავი მიზეზი არსებობს, მტყუან-მართლის გარჩევაზე ამ ეტაპზე ლაპარაკიც კი ზედმეტია. დადგება მომენტი, ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა, მაგრამ ფაქტია, რომ ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ, რაც შეიძლება ნაკლები ინფიცირებული გვყავდეს ქვეყანაში.

 

 

მე არ ვარ არანაირი პოლიტიკური ძალის წარმომადგენელი და ვიდრე ექიმი ვიქნები, სიცოცხლის ბოლომდე ვაპირებ ამას. არ ვიქნები პოლიტიკური წარმომადგენელი, არც დამცავი, არც ადვოკატი და არც მლანძღველი, მაგრამ ერთი რამე შემიძლია გითხრათ, ჩვენმა საზოგადოებამ ამ დაავადების მოვლა უნდა ვისწავლოთ. მოვლა რას გულისხმობს, პირველ რიგში, ჩვენ არ გავხდეთ ინფიცირებული. თუ დავინფიცირიდით, ჩვენ ვართ დაავადების გამავრცელებლები. ამიტომ ყველას მოვუწოდებ, ვთხოვ, მეტი საშველი არ გვაქვს, თუ დაავადება ასე პროგრესულად გაიზარდა, გაგვეზრდება ქვეყანაში კრიტიკული პაციენტები, ამიტომ პირველ რიგში ჩვენი თავი უნდა დავიცვათ.

 

 

მე მესმის დღევანდელი ყოფა-ცხოვრების, მაგრამ სიცოცხლეზე დიდი ფასი კაცობრიობას არაფერი შეუქმნია, ამიტომ ყველას სიცოცხლე უნდა გადარჩეს და გადავარჩინოთ. ყველამ ერთად, მთელმა საზოგადოებამ, ერმა, ბერმა ერთად უნდა გავაკეთოთ, რომ თავი დავიცვათ. ეს მომდევნო ორი კვირა მაინც, როცა პიკი იქნება, თავი შევიკავოთ ერთმანეთთან ურთიერთობისგან, ყველანაირ მიგრაციაზედედაშვილურზეც, რომ დედაც კარგად გვყავდეს და შვილებიც.

 

 

არ ვიცი, ბატონო, ეს ეკონომიკა და პოლიტიკა, ეს ჩემზე უკეთესად იციან ჩემმა ზემდგომებმა, მაგრამ ერთი რამე შემიძლია, ყველას ვთხოვო და ვურჩიო, სიცოცხლე უნდა გადარჩეს ქვეყანაში. ჩვენს საზოგადოებას არ აკლია, მაგრამ ვისწავლოთ ერთმანეთის მოვლა და ზრუნვა“, – განაცხადა ლევან რატიანმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი