შალვა ნათელაშვილი: ჩვენმა პარტნიორებმა კარგად იციან, რომ ევროპაში მოხდა არაერთი რევოლუცია, რათა ამ კონტინენტს მიეღო დემოკრატიული წყობილება, ამას მიაღწიეს, ამ გზაზე დღეს ჩვენ ვდგავართ
25-11-2020, 14:34

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში ელჩებს შეხვდა, რის შემდეგაც განაცხადა, რომ მისი პოზიცია იგივეა, უნდა ჩატარდეს ახალი, დემოკრატიული არჩევნები და საზოგადოებამ მიიღოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო, სადაც თანაბრად იქნება ასახული ყველა ამომრჩევლის ხმა.

 

 

ნათელაშვილის განცხადებით, დარწმუნებულია, ევროპელი მოკავშირეების შინაგანი სიმპატიები ოპოზიციის მხარესაა.

 

 

„როგორც საერთაშორისო პრაქტიკაშია, ამგვარი სახის მოლაპარაკებათა გამოტანა დაუშვებელია. რა თქმა უნდა, გარკვეული წლების შემდეგ, ეს ცნობილი გახდება, ყველაფერი უცნობი კარგად ნაცნობი გახლავთ. ჩვენი პოზიცია არის ის, რაც იყო დეკლარაციაზე ხელის მოწერის დროს, პარლამენტი არ უნდა შედგეს, უნდა ჩატარდეს ახალი დემოკრატიული არჩევნები, საზოგადოებამ უნდა მიიღოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო, სადაც თანაბრად იქნება ასახული ყველა ამომრჩევლის ხმა. არ შეიძლება, მოკავშირეებმა დაიკავონ სხვა პოზიცია გარდა იმისა, რომ მოგვიწოდონ კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის, აბა, სხვანაირად პარტნიორები შუამავლები აღარ გამოვლენ.

 

 

ჩვენმა პარტნიორებმა ძალიან კარგად იციან, რომ ევროპაში მოხდა არაერთი რევოლუცია, სამოქალაქო ომი და დაპირისპირება იმისთვის, რომ ამ კონტინენტს მიეღო სამართლიანი, დემოკრატიული წყობილება და ისეთი არჩევნები, რომელსაც იმსახურებდა, ამას მიაღწიეს. ამ გზაზე დღეს ჩვენ ვდგავართ და დარწმუნებული ვარ, ჩვენი ევროპელი მოკავშირეების შინაგანი სიმპატიები ჩვენს მხარეს უნდა იყოს“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი