ჩრდილოატლანტიკური ალიანსი საქართველოს პროგრესსა და მის წვლილს ნატო-ს სხვადასხვა ოპერაციაში, დეკემბერში საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე და ივლისში, ვარშავის სამიტზე დააფასებს. ეს განცხადება ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
"საქართველო ნამდვილად აღწევს პროგრესს. ეს არის შეიარაღებული ძალების მოდერნიზაცია, ინსტიტუტებისა და სახელმწიფო ინსტიტუტების რეფორმირება, დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის შექმნა და მთელი საზოგადოების რეფორმირება, მათ შორის კანონის უზენაესობისაც, რომელიც საქართველოში მიმდინარე რეფორმების მნიშვნელოვანი ელემენტია. ამასთან, საქართველოს ნამდვილად წვლილი შეაქვს ჩვენს საერთო უსაფრთხოებაში, ნატო-ს სხვადასხვა ოპერაციაში, განსაკუთრებით ავღანეთში, მტკიცე მხარდაჭერის მისიაში მონაწილეობით",-აღნიშან ნატო-ს გენერალურმა მდივანმა და დაამატა:
"ჩვენ ძალიან ვაფასებთ იმ პროგრესს, რომელსაც საქართველოში ვხედავთ. ჩვენ მუშაობას განვაგრძობთ. საქართველოსაც და ნატო-საც საშინაო დავალება აქვთ შესასრულებელი. ჩვენ გავაგრძელებთ არსებითი პაკეტის რეალიზაციას. საქართველო კი, რეფორმების ამბიციურ გზას გააგრძელებს".
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.