მესტიის მუნიციპალიტეტის მულახის ადმინისტრაციულ ერთეულში მიმდინარეობს შიდასახელმწიფოებრივი გზიდან, სოფ. ჭოლაშის ხიდიდან სოფ. ჟაბეშამდე ბეტონის გზის საფარის მოწყობის სამუშაოები.
მშენებლობა მოიცავს ორ პროექტს და ჯამში ღირებულება შეადგენს 3 787 652 (სამი მილიონ შვიდას ოთხმოცდაშვიდი ათას ექვსას ორმოცდათორმეტი) ლარს.
პროექტით განსაზღვრული არმირებული ბეტონის საფარი დაიგება 4 074 მ-ზე. აღნიშნული გზის მშენებლობა სასიცოცხლო მნიშვნელობისაა და დიდ როლს თამაშობს რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული განვითარების თვალსაზრისით.
ადგილობრივი მნიშვნელობის გზა, მულახის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლების ჟაბეშის, ცალდაშის, ჩვაბიანის და მაჯვდიერის ერთადერთი დამაკავშირებელი გზაა, მუნიციპალიტეტის ცენტრალურ გზასთან.
ამ ეტაპზე დასრულებულია მიწის ვაკისის დამუშავება, მოწყობილია ხელოვნური ნაგებობები, მიმდინარეობს ქვაყრილისგან ნაპირდამცავი კედლლის მოწყობის სამუშაოები.
ეტაპობრივად მიმდინარეობს ძველი ღობეების დემონტაჟი და ახალი, რკინის კარკასებით და ხის ფიცრებით ღობეების მოწყობა, ასევე რკინა-ბეტონის არმირებული ფილები დაიგება ეზოების შესასვლელებში. ასევე გარკვეულ მონაკვეთზე უკვე მიმდინარეობს გზის სამოსის მოწყობა.
სამშენებლო სამუშაოებს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია, შპს „ლიდერი+“ ასრულებს.
ინფორმაციას მესტიის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.